„კიდევ ერთხელ ვუთხარით უარი ძალადობას“ - ორბელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტი მოამზადეს
26-03-2021
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელის საჯარო სკოლის მე-6, მე-7 და მე-9 კლასების მოსწავლეებმა, პედაგოგ ნინო ბურჯალიანის ხელმძღვანელობით, ძალადობასთან ბრძოლის საკითხზე პროექტი მოამზადეს.

„სკოლას დიდი როლი აკისრია ძალადობასთან ბრძოლაში. მე და ჩემი მოსწავლეები დიდი ხანია ვახორციელებთ სხვადასხვა პროექტს ძალადობის თემასთან დაკავშირებით.

მივიჩნევთ, რომ მეცნიერების სწავლასთან ერთად, ადამიანური ღირებულებებიც უნდა შევიძინოთ. მოსწავლეთა აქტიურობით და ინტერესების გათვალისწინებით, მოვამზადეთ პატარა ფილმი. ამით კიდევ ერთხელ ვუთხარით უარი ძალადობას. მადლობა ჩემს მოსწავლეებს“, - აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ვიდეო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203