ტაბახმელას საჯარო სკოლაში ჭადრაკში შეჯიბრება გაიმართა
26-03-2021
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბახმელას საჯარო სკოლაში, ჭადრაკში შეჯიბრება გაიმართა.

სკოლის ინფორმაციით, შეჯიბრება კოვიდ-პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების დაცვით ჩატარდა.

„ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა თავიანთი გონებითა და შრომისმოყვარეობით, კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ჩვენი ღირსეული და საიმედო მომავალი არიან. პანდემიამ და თითქმის ერთწლიანმა დისტანციურმა რეჟიმმა, ვერ ჩაკლა მათში ბრძოლის ჟინი.

ღონისძიება გაალამაზა ჩვენი სოფლის მკვიდრმა, ერთგულმა, ყურადღებიანმა,  რაულ კახაძემ.

მთელი კოლექტივის, თითოეული მოსწავლისა და მშობლის სახელით, მადლობას ვუხდით, რაულ კახაძეს, იმ უანგარო საჩუქრისთვის, რომელიც სისტემურ ხასიათს ატარებს და მოსწავლეთა აღტაცებას და სიხარულს იწვევს. უამრავი წარმატება და უღრმესი მადლობა, ბატონო რაულ“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

შიდა სასკოლოს შემდეგ, შეჯიბრებები აჭარის მასშტაბითაც ტარდება.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203