
„მზის შვილები ვართ, მზით მორთულები...“ - ამ ლოზუნგით, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლაში, ბიოლოგიის მასწავლებლის, ირინა კუტალაძის ხელმძღვანელობით, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს ღონისძიება მიუძღვნეს.
მოსწავლეებმა პრეზენტაციისას ისაუბრეს, თუ რას ნიშნავს დაუნის სინდრომი და მათ მიერ დამზადებული პოსტერები წარმოადგინეს.
21 მარტი - 2011 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ამ დღეს დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება.
იხილეთ ფოტოები