ბოლაჯურის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სემინარი ჩატარდა
26-03-2021

21 მარტს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნება და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, ცნობიერების ამაღლების მიზნით, სხვადასხვა ღონისძიება იმართება. დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე გაერო-ს ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა და მას შემდეგ, საქართველოს  საჯარო სკოლების მოსწავლეები სხვადახვა აქტივობით ცდილობენ, გააგებინონ მსოფლიოს, რომ მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან.

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურის საჯარო სკოლის ბიოლოგიის პედაგოგმა, ლალი სარიშვილმა მოსწავლეების ცნობიერების ამაღლების მიზნით, XI კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდა სემინარი დაუნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით. შედეგად, ბავშვებმა კარგად იციან, რომ მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან. ყოველ 800 ბავშვიდან ერთი დაუნის სინდრომით იბადება; დაუნის სინდრომი, დაავადება კი არა, გენეტიკური ცვლილებაა და ის არც მემკვიდრეობითია, არც - გადამდები. 

აღნიშნულმა სემინარმა დიდი ინტერესი გამოიწვია  და რაც მთავარია, ბოლაჯურის საჯარო სკოლის მოსწვალეებისთვის ამ დრომდე არსებული სტერეოტიპები დაინგრა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203