ბასილეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს
26-03-2021

„ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს, ნუ დაითვლით თქვენც!“ - გურამ უჯმაჯურიძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბასილეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის კვირეულს შეუერთდნენ. მოსწავლეებმა ეს თარიღი მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს.

21 მარტი 2011 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოში სხვადასხვა ღონისძიება იმართება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203