„ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“ - ბათუმის N25 სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნა
26-03-2021
ბათუმის N25 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნა.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამ დღესთან დაკავშირებით, მე-11ა კლასის მოსწავლეებმა აქტივობა, სახელწოდებით, „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“ განახორციელეს.
აქტივობა მიზნად დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავდა.