ზესტაფონის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებებზე იმუშავეს
26-03-2021

ზესტაფონის N2 საჯარო სკოლაში USAID საბაზისო განათლების პროგრამისა და აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის მიერ მიწოდებული მატრიცის მიხედვით („მიკრობები“)გაკვეთილები ჩატარდა. შესრულდა კომპლექსური დავალებები მე-3ა; მე-3გ და მე-5ა  კლასებში, რომელთა მასწავლებლებიც არიან: მანანა კოპაძე, ია მატნენკო და ეკატერინე კობახიძე. 

მოსწავლეებმა ხალისით შეასრულეს კომპლექსური დავალებები და შექმნეს პროდუქტები კომიქსების, ზღაპრის სახით. აგრეთვე ჩაატარეს პრესკონფერენცია.

მოსწავლეებმა პრეზენტაციისას თვალნათლივ წარმოაჩინეს პრობლემის კავშირი არსებულ რეალობასთან და აუდიტორიას გააცნეს გადაჭრის გზები.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203