
მარნეულის მუნიციპალიტეტის, შაუმიანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში, ჩვეულ რეჟიმსა და რა თქმა უნდა, არსებული რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს. საკლასო გარემოს მონატრებული ბავშვები აქტიურად არიან ჩართულები სასკოლო ცხოვრებაში და შემაჯამებელ თუ კომპლექსურ დავალებებსაც დიდი ენთუზიაზმით ასრულებენ
ახლახან, ასეთი შთამბეჭდავი გაკვეთილი ჩაუტარდათ შაუმიანის N1 საჯარო სკოლის 1 4 კლასის მოსწავლეებს ბუნებისმეტყველებაში, თემა კი გახლდათ - „ჩვენ ვიცავთ ბუნებას“. მოსწავლეებმა, უსაყვარლესი მასწავლებლის - ნადია პარავიანის თანადგომითა თუ მეცადინეობით სხვადასხვა გარემოსდაცვითი აქტივობა განახორციელეს და ყველას - თანატოლებსაც და უფროსებსაც მაგალითი მისცეს, როგორ გავუფრთხილდეთ ბუნებას.
იხილეთ ფოტოები