„ვიმეტყველოთ სწორად“ - პატარა ქანდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ორთოგრაფიული ლექსიკონი შეადგინეს
26-03-2021
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ქანდის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა პროექტი, სახელწოდებით „ვიმეტყველოთ სწორად“ განახორციელეს.

სკოლის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, მეექვსეკლასელებმა ხშირად გამოყენებული სიტყვების ორთოგრაფიული ლექსიკონი შეადგინეს და მისი პრეზენტაცია გააკეთეს.

„საინტერესო და სახალისო მუშაობის შემდეგ, მოსწავლეებმა გადაწყვიტეს, რომ ლექსიკონი პერიოდულად განაახლონ“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203