თბილისის N103 სკოლის მოსწავლეები საინფორმაციო-სასწავლო კურსში - „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“ მონაწილეობდნენ
თბილისის N103 საჯარო სკოლის XI-XII კლასის მოსწავლეები საინფორმაციო-სასწავლო კურსში - „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“ მონაწილეობდნენ.სკოლის ინფორმაციით, კურსი მიზნად მოსწავლეთა საარჩევნო კულტურის განვითარების ხელშეწყობას ისახავს.
„სასწავლო კურსის შინაარსი: არჩევნების ისტორიული ექსკურსი და თანამედროვეობა; არჩევნები და დემოკრატია; საარჩევნო ადმინისტრაცია და ამომრჩეველი; არჩევნებში ჩართული სხვა მხარეები.
სასწავლო კურსის შედეგი: არჩევნების არსისა და ამომრჩევლის როლის მნიშვნელობის გააზრება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში.
სწავლების მეთოდოლოგია: „კეთებით სწავლების“ პრინციპი, რომელიც მოიცავს დისკუსიებს, სხვადასხვა ჯგუფურ სავარჯიშოებსა და ხმის მიცემის პროცესის სიმულაციას.
სასწავლო კურსის ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირი: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი“, -ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ პრეზენტაცია ბმულზე:
იხილეთ ფოტოები: