„გადავარჩინოთ დედამიწა“ - ვანის N2 სკოლის მოსწავლეებმა ნამუშევრები შექმნეს
26-03-2021
ვანის N2 საჯარო სკოლაში შემოქმედებითად დატვირთული აქტივობა განხორციელდა.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მე-5ა კლასის მოსწავლეებმა სლოგანებით - „გადავარჩინოთ დედამიწა“, „ვაგრძელებთ ბრძოლას კოვიდ-პანდემიის წინააღმდეგ“ თემატური ნამუშევრები შექმნეს.
მოსწავლეებმა შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს. აქტივობა მათთვის საინტერესო აღმოჩნდა.