დაბა სტეფანწმინდის N1 სკოლის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის შესახებ საინფორმაციო ბანერები დაამზადეს
26-03-2021

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლაში ლოზუნგით - „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“ დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღნიშნეს. 

მოსწავლეები ამ დღეს საინტერესო აქტივობით გამოეხმაურნენ. 

„ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებაში ცნობადობის ამაღლება, ამიტომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის შესახებ მოამზადეს საინფორმაციო ბანერები, რომლებიც გამოკრულია ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილას, რათა ყველა მოსწავლემ მიიღოს ინფორმაცია დაუნის სინდრომის შესახებ.

21 მარტი  - 2011 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ამ დღეს დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203