46=47 - არ ვითვლით ქრომოსომებს! - ხალიფაურის საჯარო სკოლის მოსწავლეების ემოციური ვიდეორგოლი
26-03-2021

21 მარტს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნება და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, ცნობიერების ამაღლების მიზნით, სხვადასხვა ღონისძიება იმართება. დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე გაერო-ს ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა და მას შემდეგ, საქართველოს  საჯარო სკოლების მოსწავლეები სხვადახვა აქტივობით ცდილობენ, გააგებინონ მსოფლიოს, რომ მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის, ხალიფაურის საჯარო სკოლაც შეუერთდა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს და წარმოადგინეს პროექტი - 46=47! ვიდეორგოლს, რომლის მთავარი მონაწილეები ხალიფაურის საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეები გახლავთ, გია ყანჩელის „ყვითელი ფოთლები“ მეტ ემოციურობას სძენდა, თუმცა მთავარი აქ იყო მოსწავლეების გზავნილი საქართველოსა და მსოფლიოს, რომ ისინი ქრომოსომებს არ ითვლიან - 46=47 და 47=46

იხილეთ ვიდეორგოლი:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203