
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წინსვლის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე ალექსანდრე ყაზბეგის ბიოგრაფია და შემოქმედება პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს.
საგნის პედაგოგი ირმა დავითაძეა.
მოსწავლეებმა ისაუბრეს „ხევისბერი გოჩას“ შექმნის ისტორიაზე, მთის ადათ-წესებზე, ნაწარმოების თემასა და იდეაზე, ასევე გაიმართა დისკუსია თემაზე: „ქმნა მართლისა სამართლისა, თუ შეურაცხყოფილი მამობრივი ღირსება“ (რატომ მოკლა ხევისბერმა შვილი?). მოსწავლეებმა ისაუბრეს მშობლებისა და შვილების ურთიერთობებზეც, გამოიტანეს დასკვნები.
სკოლის დირექცია წარმატებებს უსურვებს მოსწავლეებსა და პედაგოგს.
იხილეთ ფოტოები