
ომარ ასლანიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლეებმა „კინგსის“ შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარეს და საგნობრივი ოლიმპიადის ფინალში გადავიდნენ.
სკოლა მოსწავლეებს წარმატებას ულოცავს.
„გულით გილოცავთ ბავშვებო წარმატების კიდევ ერთ ნაბიჯს. გვჯერა, უამრავ სასიხარულო ინფორმაციას გავიგებთ თქვენი გამარჯვებებისა თუ წარმატებების შესახებ. გვეამაყებით!“,- ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები