„უთხარი არა ბულინგს“ - ღების საჯარო სკოლის ინგლისური ენის წამყვანი მასწავლებლის - თამარ სამსონიძის ავტორობით ელექტრონული წიგნი შეიქმნა
26-03-2021

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლაში საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები ხორციელდება. სკოლა სხვადასხვა პროექტის მონაწილეა. გთავაზობთ, ინგლისურენოვან ელექტრონულ წიგნს „უთხარი არა ბულინგს“, რომლის ავტორიც პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ-მასწავლებელი და ღების საჯარო სკოლის ინგლისური ენის წამყვანი მასწავლებელი - თამარ სამსონიძეა.

„ელექტრონული წიგნი „Say No To Bullying“/„უთხარი არა ბულინგს“ შექმნილია Erasmus+ ისა და eTwinning-ის ფარგლებში საერთაშორისო პროექტისათვის „Tolerance“/ „ტოლერანტობა“.
პროექტის ხელმძღვანელი და ელექტრონული წიგნის ავტორი - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ-მასწავლებელი და სსიპ ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის ინგლისური ენის წამყვანი მასწავლებელი - თამარ სამსონიძეა.
ელექტრონულ წიგნში ახნილია ბულინგის რაობა, მისი ტიპები, ბულინგის მავნებლობა და მასთან გამკლავების გზები“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ელექტრონული წიგნის ბმული

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203