
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციებით მიმდინარეობს.
სკოლა აღჭურვილია დეზობარიერებით, სადეზინფექციო საშუალებებით, უკონტაქტო და ვერცხლისწყლიანი თერმომეტრებით. სკოლაში ასევე მიღებულია სარეზერვო პირბადეები, რომლებსაც იყენებენ საჭიროების შესაბამისად. პროფესიონალურ დონეზე დასუფთავდა სკოლის შენობა. სკოლაში არსებული სველი წერტილები სრულად შეესაბამება სტანდარტით გათვალისწინებულ ნორმებს. დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები.
„სკოლაში შესვლისას ყველა მოსწავლეს უტარდება თერმოსკრინინგი, V-XII კლასების მოსწავლეები სკოლაში ცხადდებიან პირბადეებით; საკლასო ოთახები და დერეფნები მონიშნულია სპეციალური აღმნიშვნელი სტიკერებით, რომლებიც მოსწავლეებს მისცემს საშუალებას, დაიცვან დისტანცია. განსაკუთრებით ყურადრებით არიან კლასის დამრიგებლები და მორიგეები. მნიშვნელოვანია, რომ სკოლის ყველა პერსონალს უტარდება სავალდებულო ტესტირება.
ჯანმრთელობას და წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს სკოლას, მოსწავლეებს და მათ მშობლებს!“-აღნიშნულია ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები