„უთხარი არა რასიზმს!“ - ღების საჯარო სკოლის მასწავლებლის - თამარ სამსონიძის ავტორობით ინგლისურენოვანი ელექტრონული წიგნი შეიქმნა
26-03-2021

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის ინგლისური ენის წამყვანი მასწავლებლის - თამარ სამსონიძის ავტორობით ინგლისურენოვანი ელექტრონული წიგნი შეიქმნა სახელწოდებით - „უთხარი არა რასიზმს“! ელექტრონულ წიგნში ყურადღება გამახვილებულია იმაზე, თუ რამდენად დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია რასიზმის და რასისტული დისკრიმინაციის წინააღმდეგ ხმის ასამაღლებლად.

„ელექტრონული წიგნი „Say No To Racism“/ „უთხარი არა რასიზმს“ შექმნილია Erasmus+-ისა და eTwininng-ის ფარგლებში საერთაშორისო პროექტისათვის „Tolerance“/ „ტოლერანტობა“.

პროექტის ხელმძღვანელი და ელექტრონული წიგნის ავტორია მასწავებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ-მასწავლებელი და სსიპ ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის ინგლისური ენის წამყვანი მასწავლებელი - თამარ სამსონიძე.

ელექტრონულ წიგნში განმარტებულია რა არის რასიზმი, მისი ისტორია და სოციოლოგიკური განმარტება, ყურადღება გამახვილებულია იმაზე, თუ რამდენად დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია რასიზმის და რასისტული დისკრიმინაციის წინააღმდეგ ხმის ასამაღლებლად, წარმოდგენილია რჩევები და აქტივობები, რომლებიც უნდა შესრულდეს თემში, საზოგადოებაში, სკოლასა და სამუშაო ადგილზე რასიზმის აღმოსაფხვრელად, წიგნში გამოყენებულია ნელსონ მანდელასა და მარტინ ლუთერ კინგის ციტატები რასიზმის საწინააღმდეგოდ“, - განმარტებულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ელ. წიგნის ბმული
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203