ზეგნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის აღნიშვნას შეუერთდნენ
26-03-2021
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგნის N2 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღნიშნეს. 

მოსწავლეები და მასწავლებლები ამ დღეს მრავალფეროვანი აქტივობებით გამოეხმაურნენ. 

ღონისძიების მიზანი იყო დაუნის სინდრომის შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება, დაუნის სინდრომზე ინფორმაციის მიწოდება, მათი უფლებების დაცვასა და მხარდაჭერის საჭიროებაზე აქცენტის გაკეთება.

„ის, რომ ყველაფერი საუკეთესოს, თბილის და საინტერესოს საწყისი ბავშვობაა  ამაზე ყველანი ვთანხმდებით.... ამიტომაც ვის თუ არა პატარებს უნდა ჩავუნერგოთ მათივე გამორჩეული თანატოლების  სიყვარული... აქ და ამ დროს ყველაფერი ფერადი, საინტერესო და სახალისოა... 
ჩვენი სკოლის მეორე კლასელები და მათი აქტიური მასწავლებელი ნანა თევზაძე  უერთდებიან ამ დღესასწაულს სახალისო აქტივობით.. 
წარმატებები და სიკეთე ყველას...“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

21 მარტი  - 2011 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ამ დღეს დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203