„გეომეტრიული ფიგურები ჩვენს ირგვლივ“ - წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია-პანსიონის მოსწავლეებმა საინტერესო ნამუშევრები შექმნეს
26-03-2021
სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია-პანსიონის მოსწავლეებმა თემაზე - „გეომეტრიული ფიგურები ჩვენს ირგვლივ“ საინტერესო ნამუშევრები შექმნეს.
გიმნაზიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, აქტივობაში მე-2 კლასის მოსწავლეები პედაგოგ მაია ფიცხელაურის ხელმძღვანელობით მონაწილეობდნენ.