''მასტერ ტრენერი პროფესიულ განათლებაში'' - ლიდერების მომზადების საერთაშორისო პროგრამა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში
12-10-2016

11-13 ოქტომბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საერთაშორისო ორგანიზაცია GIZ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და მაგდებურგის უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესიული განათლებისა და მომზადების UNEVOC ცენტრის თანამშრომლობით, სამხრეთ კავკასიაში პროფესიული განათლების განვითარების თემაზე, რეგიონული დუალური პროფესიული განათლების კონფერენცია ტარდება.

ჩამოთვლილი ორგანიზაციების მხარდაჭერით, განხორციელდა „ლიდერების მომზადების საერთაშორისო პროგრამა - მასტერ ტრენერი პროფესიულ განათლებაში“, რომელშიც ჩართულნი იყვნენ პროფესიული განათლების სპეციალისტები საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. აღნიშნული პროგრამის მონაწილეები მონაწილეობას მიიღებენ დუალური პროფესიული განათლების დანერგვაში თავიანთ ქვეყნებში.

საქართველოს აქვს ლიდერის როლი დუალური პროფესიული განათლების დანერგვაში სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში. პირველი იდეა დუალური განათლების შესახებ სწორედ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ იქნა წარმოდგენილი საერთაშორისო ორგანიზაცია GIZ ის მხარდაჭერით. 

აღნიშნული კონფერენციის ფარგლებში მოხდება გამოცდილების გაზიარება გერმანელ და ადგილობრივ ექსპერტებს შორის.  

ჩვიდმეტმა წარმომადგენელმა სამი ქვეყნიდან შეისწავლა როგორც გერმანული დუალური პროფესიული განათლების პოლიტიკა, ასევე საერთაშორისო გამოცდილება პროფესიულ განათლებაზე ევროპის ქვეყნებში. 

პროგრამის ფარგლებში შემუშავებული იქნა ტრანსფერ პროექტები, რომლებიც განხორცილდება ასევე GIZ-ის მხარდაჭერით. 

ტრანსფერული პროექტების თემები ეხება, როგორც პროფესიული მასწავლებლებისა და სასწავლებლების დირექტორების განვითარებას, ასევე შეფასების ახალ მიდგომებს და დუალური პროგრამების განხორციელებას ტურიზმსა და მეღვინეობაში. 

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203