
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურის საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ინიციატივით, პროექტ „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში გარემოს დაცვისადმი მიძღვნილი სასკოლო ესეების კონკურსი - „ადამიანი და ბუნება“/“ადამიანი და გარემო“ ჩატარდა.
აღნიშნულ კონკურსში VIII-XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მოსწავლეები კონკურსში დიდი ხალისითა და მონდომებით ჩაერთვნენ და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
მოსწავლეებს გადაეცათ მონაწილეობის სერტიფიკატები, სამი საუკეთესო ნაშრომის ავტორს - დიპლომი და წიგნი საჩუქრად.
იხილეთ ფოტოები