„ასოების გასაჭირი“ - წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია-პანსიონში კომიქსები შექმნეს
26-03-2021
სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია-პანსიონში შემოქმედებითად დატვირთული აქტივობა განხორციელდა.
გიმნაზიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მე-2 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ მაია ფიცხელაურის ხელმძღვანელობით, კომიქსები, სახელწოდებით „ასოების გასაჭირი“ შექმნეს.
მოსწავლეებმა კომიქსებზე მუშაობისას შემოქმედებითი უნარები გამოავლინეს. აქტივობა მათთვის სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა.