
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ როდინაულის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეებმა ჯანსაღი ცხოვრების წესის სესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით პრეზენტაცია გამართეს.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა გააშუქეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა: არაჯანსაღი ცხოვრების წესი, მავნე ჩვევების - ალკოჰოლის, თამბაქოს, ნარკოტიკების უარყოფითი გავლენა ორგანიზმზე, არასრულფასოვანი საკვებით გამოწვეული გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, იმსჯელეს ორგანიზმისთვის ეკოლოგიურად სუფთა საკვების, ვიტამინების, მიკრო და მაკროელემენტების მნიშვნელობასა და ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ.
იხილეთ ფოტოები