წყალტუბოს N4 სკოლაში ტუბერკულოზის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საინტერესო აქტივობები ჩატარდა
26-03-2021
ტუბერკულოზის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში ფილმის - „რა უნდა ვიცოდეთ ტუბერკულოზის შესახებ“ ჩვენება გაიმართა.
სკოლის ინფორმაციით, აქტივობა, საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლის, ნატო შვანგირაძის ხელმძღვანელობით, სკოლაში საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან მოეწყო.
„მე-10-მე-11 კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს დამხმარე რესურსი ტუბერკულოზის შესახებ. ასევე, ამ დღესთან დაკავშირებით, პრეზენტაცია მოამზადა მე-9 კლასის მოსწავლემ, ნინო ჯიქიძემ (მასწავლებელი მაია კაკაბაძე)“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს