
წმინდა მღვდელმოწამე სიმონ მჭედლიძის სახელობის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაშის საჯარო სკოლაში ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
სკოლაში ამ დღეს საგანმანათლებლო-საინფორმაციო ხასიათის ღონისძიება მიუძღვნეს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით 1982 წლიდან ყოველწლიურად 24 მარტს აღინიშნება ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღე.
ტუბერკულოზი განკურნებადი ინფექციური დაავადებაა, რომლის დამარცხება შესაძლებელია სწორი მკურნალობით.
იხილეთ ფოტოები