
„მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“ - დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საბათლოს საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღნიშნეს და მოსწავლეებმა პოსტერი დაამზადეს.
21 მარტი 2011 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოში სხვადასხვა ღონისძიება იმართება.
იხილეთ ფოტოები