დანისპარაულის საჯარო სკოლის მოსწავლეების ემოციური გზავნილი მსოფლიოს
25-03-2021
21 მარტს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნება და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, ცნობიერების ამაღლების მიზნით, სხვადასხვა ღონისძიება იმართება. დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე გაერო-ს ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა და მას შემდეგ, საქართველოს საჯარო სკოლების მოსწავლეები სხვადახვა აქტივობით ცდილობენ, გააგებინონ მსოფლიოს, რომ მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან.
ხულოს მუნიციპალიტეტის, დანისაპარაულის საჯარო სკოლაში 21 მარტს - დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს ღონისძიებით გამოეხმაურნენ. მოსწავლეებმა საკუთრი ხელით შექმნეს პლაკატები, სტიკერები, წარმოთქვეს საკმაოდ ემოციური სიტყვა და კიდევ ერთხელ, თანატოლებსაც და მსოფლიოსაც დაუმტკიცეს, რომ დანისპარაულის საჯარო სკოლაში, ქრომოსომებს არ ითვლიან. - ასეთი იყო მოსწავლეების გზავნილი საქართველოსა და ზოგადად მსოფლიოსთვის.
დანისპარაულის საჯარო სკოლაში დასწრებითი სწავლება მიმდინარეობს და მოსწავლეებიც აქტიურად არიან ჩართულები სასკოლო ცხოვრებაში.
„პატრიარქი საუბრობდა, რომ მშობელი შვილის განათლებით უნდა ინტერესდებოდეს“... - აქცია სრულიად საქართველოს ოჯახებისთვის izrune.ge-ზე ილია II-ს ხსოვნის პატივსაცემად
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს