ნაკიფუს N2 სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს
25-03-2021
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ნაკიფუს N2 საჯარო სკოლამ დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღნიშნა.
სკოლის ინფორმაციით, ამ დღის აღსანიშნავად, სასწავლო დაწესებულებაში საინტერესო აქტივობები განხორციელდა.
„მოსწავლეებს დაუნის სინდრომის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს; მათ, ინტერნეტის საშუალებით, მოიძიეს თვალსაჩინოებები; გააკეთეს პლაკატი; იმუშავეს გუნდურად. ბოლოს, გაკეთდა პრეზენტაცია ძალიან ფერადი პოზიტიური და სახალისო აქტივობები ბუშტებით“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.