შრომის საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს
25-03-2021
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით მოსწავლეებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა ჩატარდა.  

სკოლაში 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და კიდევ ერთხელ გაიხსენეს კოლაუ ნადირაძის მიერ ამავე თემაზე დაწერილი ლექსი: 

თოვდა და თბილის ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი,
ძილღვიძრად იყო ქალაქი ჩემი,
საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი –
ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი!
მშობელო დედავ, ისევ გაგყიდეს,
ისევ წამების ჯვარი აგკიდეს,
არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს!
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203