ფარცხანაყანევის N1 სკოლის მოსწავლეებმა ეთნოგრაფიული ნივთების კუთხე მოაწყვეს
25-03-2021
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეებმა საგანში - „ჩვენი საქართველო“ საინტერესო აქტივობა განახორციელეს.

სკოლის ინფორმაციით, მოსწავლეებმა, პედაგოგ ზაზა კიწმარეიშვილის ხელმძღვანელობით, ეთნოგრაფიული ნივთების კუთხე მოაწყვეს.

„სახლში მოძებნეს ძველი ნივთები და ერთად მოუყარეს თავი; მოგვიყვნენ თითოეული ნივთის დანიშნულების შესახებ; წარმოდგენილი იყო თიხის, ხის და მეტალის ნივთები. (თიხის და რქის ყანწები, დოქი, ფიალები, ხის სკივრი, ძველი მექანიკური საათი, როდინი). საგნის მასწავლებელი მადლობას უხდის კლასს წარმოდგენილი ინფორმაციისა და ნივთებისთვის“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203