დაშბაშის საჯარო სკოლაში ტყის საერთაშორისო დღეს პროექტი მიუძღვნეს
25-03-2021
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშბაშის საჯარო სკოლაში ტყის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

სკოლის ინფორმაციით, მე-7-მე-8 კლასების მოსწავლეებმა, რუსული ენის პედაგოგის, ჟანარ კალაჩიანის ხელმძღვანელობით, ამ დღეს პროექტი მიუძღვნეს.

„ტყის საერთაშორისო დღე 1971 წელს დაარსდა და მას შემდეგ, ყოველწლიურად აღინიშნება.

ამ დღის დაარსება დაიწყო სოფლის მეურნეობის ევროპული კონფედერაციის 23-ე გენერალურ ასამბლეაზე 1971 წელს, იდეას მხარი დაუჭირა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის მსოფლიო ორგანიზაციამ (FAO)“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ პრეზენტაცია:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203