„დედამიწა ჩვენი სახლია“​ - ტაკიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბუკლეტები და პლაკატი შექმნეს
25-03-2021

შუახევის მუნიციპალიტეტის ტაკიძეების საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა გარემოსდაცვითი პროექტის - „დედამიწა ჩვენი სახლია“ ფარგლებში ბუკლეტები და პლაკატი შექმნეს. 

მოსწავლეთა მასწავლებელი ნარგიზ ქათამაძე გახლავთ. 

მოსწავლეებმა ნამუშევრები თანასკოლელებსა და მშობლებს წარუდგინეს. გაიმართა დისკუსია თემაზე - „ჩვენი წვლილი გარემოს გაჯანსაღებაში“. 

შეხვედრის ბოლოს მშობლებს გადაეცათ ბავშვების მიერ დამზადებული ბუკლეტები. 

ღონისძიების მონაწილეები სკოლასა და მის ხელმძღვანელს მადლობას უხდიან.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203