„მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია მაღალი მოტივაცია“ - შომახეთის საჯარო სკოლის დირექტორი იოსებ მაჭარაშვილი
რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ; როგორ დაახასიათებდა 2020 წელს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ შომახეთის საჯარო სკოლის დირექტორის, იოსებ (სოსო) მაჭარაშვილის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...- გამოწვევები, რომლებიც უკავშირდება კომპიუტერული ტექნოლოგიების ცოდნასა და გამოყენებას სასწავლო პროცესში, სოციალური უნარების განვითარებას.
- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...- სხვადასხვა პლატფორმების გამოყენება სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვაში.
- 2020 წელს დავახასიათებდი...- გამოწვევებით სავსე წლად.
- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...- მათი მონდომება, მაღალი მოტივაცია, სიახლეებისადმი მზაობის ქონა.
- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...- დაბალი მოტივაცია, მიუხედავად მასწავლებელთა დიდი მონდომებისა, მოსწავლის დაბალი ჩართულობა სასწავლო პროცესში.
- მშობლებს ვურჩევდი...- მეტად დაინტერესდნენ შვილის განათლებით; მხოლოდ ტექნიკური და ინტერნეტის გამართულობა არ არის საკმარისი ცოდნის მისაღებად, საჭიროა, მეტი ყურადღება.
- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...- ონლაინ სწავლებით გამოწვეულ სირთულეებზე მოსწავლეებში; ახალმა რეალობამ მოსწავლეების ცოდნის დონე დაწია.