„ჩემი მუზეუმი“ - ტობანიერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კომპლექსური დავალება შეასრულეს
25-03-2021
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა გივი ჭიჭინაძის „ზურას მუზეუმის“ მიხედვით, კომპლექსური დავალება, სახელწოდებით „ჩემი მუზეუმი“ შეასრულეს.

სკოლის ინფორმაციით, ბავშვებმა მათი საყვარელი და ოჯახში არსებული ნივთები წარმოადგინეს.

„დავალების წარდგენისას ისაუბრეს, როგორ და რა პრინციპით შეარჩიეს მასალა; რა გაუძნელდათ, რა მოეწონათ მუშაობის პროცესში; გააანალიზეს, რას და როგორ შეცვლიდნენ, თავიდან რომ იწყებდნენ დავალებას.

აღნიშნულმა დავალებამ განსაკუთრებით გაახალისა პატარები (მასწავლებელი შორენა ოჩხიკიძე)“ - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეოები:









 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203