იყალთოს საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
25-03-2021
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია დაუნის სინდრომის შესახებ და შექმნეს სოლიდარობის გამომხატველი პლაკატები.

„იყალთოს საჯარო სკოლა შეუერთდა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს 2021 წლის გზავნილია ჩვენ ვაკავშირებთ! სპეციალური მასწავლებლების ლელა ბოშაშვილისა და თინათინ კუკუნაშვილის ორგანიზებით მოსწავლეებს მიეწოდათ საჭირო ინფორმაცია დაუნის სინდრომის შესახებ და მათ მხარდაჭერაზე.

თითოეულმა კლასმა მასწავლებლებთან და კლასის ხელმძღვანელებთან ერთად შექმნეს სოლიდარობის გამომხატველი პლაკატებით და განათავსეს  საკუთარ კლასებთან.

დაუნის სინდრომი ცნობილია, ასევე,როგორც ტრისომია 21, ის ყველაზე გავრცელებული გენეტიკური მდგომარეობაა და განპირობებულია ქრომოსომათა რაოდენობის ცვლილებით“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203