თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სამღერეთის საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის ტრენინგი ჩატარდა.
„USAID და UG DC-ის ზრდასრულთა სკოლის ფარგლებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამღერეთის საჯარო სკოლაში ქალბატონმა ნონა არევაძემ და ნანა სვანიძემ სკოლის პედაგოგებისთვის ჩაატარეს ტრენინი თემაზე: Teams-ის ინსტრუმენტების გაცნობა და პორტალში -
kargiskola.ge მასალების გაცნობა, გამოყენება და შედეგის შეჯამება.
ტრენინგზე აქტიურად იყო ყველა პედაგოგი ჩართული, ტრენინგი გამოვიდა საინტერესო და ნაყოფიერი, როგორც პედაგოგებისთვის, ასევე ტრენერებისთვის“, - აღნიშნულია სკოლის მიერ ჩატარებულ ინფორმაციაში.