„მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“​ - მოლითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს კედლის გაზეთი მიუძღვნეს
25-03-2021

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლითის საჯარო სკოლაში ლოზუნგით - „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“ დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღნიშნეს. 

სკოლის VII კლასის მოსწავლეები, ხელოვნების მასწავლებლის ხათუნა კაკიაშვილისა და სპეციალური მასწავლებლის ნინო ჩერქეზიშვილის დახმარებით სხვადასხვა სახის ინფორმაციას გაეცნენ. მოსწავლეებმა წარმოადგინეს მოხსენებები და გამოუშვეს კედლის გაზეთიც.

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით მთელ მსოფლიოში სხვადასხვა სახის ღონისძიება იმართება. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203