
ფოთის კერძო სკოლა „გიმნაზიის“ მოსწავლეები ცდილობენ, საკუთარი ცოდნა და უნარები მაქსიმალურად წარმოაჩინონ. ამჯერად, სკოლის წარმომადგენელი ერთ-ერთ ნიჭიერ მოსწავლეზე - ანდრია ბოლქვაძეზე გვიამბობს:
„ჩვენი გიმნაზიის მესამე კლასის წარჩინებული მოსწავლე ანდრია ბოლქვაძე ინგლისური ენისადმი განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევა (პედაგოგი - ნათია ძაგანია), რისი დასტურიც გახლავთ ჩვენი ვიდეო, რომელზეც ანდრია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან ჩვენთან სტუმრად მყოფ მოსწავლესთან ერთად არის აღბეჭდილი: Andria is a third grade student. He discusses his favourite animated film „Naruto and Sasuke“ with our guest student, Dewet, from South Africa“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.