დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის მასწავლებელმა, ეთერ კაკალაძემ უფროსკლასელებსა და პედაგოგებს საკუთარი პროექტი-სახელმძღვანელო წარუდგინა
25-03-2021

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსმა მასწავლებელმა,  ეთერ კაკალაძემ, სკოლის უფროსკლასელებსა  და პედაგოგებს  საკუთარი პროექტი-სახელმძღვანელო - „სასკოლო საოჯახო ეთიკა და ფსიქოლოგია“ წარუდგინა.

სახელმძღვანელო განკუთვნილია მე-8, მე-9, მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეთა, დამრიგებელთა და მშობელთათვის.
სახელმძღვანელო შედგება შესავალი ნაწილისა და ხუთი თავისაგან, რომელსაც დანართის სახით მითითებული აქვს გამოსაყენებელი ლიტერატურა და კონვენციები.

„პირველ შეხვედრაზე ავტორმა მსმენელებს წარმოუდგინა სახელმძღვანელოს I თავი, რომლის თემაა  - „პიროვნება, პიროვნების აღზრდა, პიროვნული მახასიათებლები, ბავშვთა უფლებები, ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულება“.  თემისა და პრობლემების ირგვლივ დაისვა საინტერესო კითხვები და გაიმართა დისკუსია. მომდევნო, II თავის, „სიყვარული, ეროსი და კულტურა, ქალი და მამაკაცი“ განხილვა გაიმართება ოთხშაბათს. 

ვფიქრობთ, სახელმძღვანელოში მოცემული თემები და პრობლემები ჩვენი დღევანდელობის უკეთ გააზრებისა და ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი და მნიშვნელოვანია. თავის მხრივ, სკოლა და დირექცია მზად არის ხელი შეუწყოს მსგავს საგანმანათლებლო პროექტებსა და აქტივობებს“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203