ხოჯორნის საჯარო სკოლაში ნოვრუზ ბაირამს ღონისძიება მიუძღვნეს
25-03-2021
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნის საჯარო სკოლაში აზერბაიჯანულმა სექტორმა ნოვრუზ ბაირამს ღონისძიება მიუძღვნეს.
მოსწავლეებმა ინსცენირება მოაწყვეს.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ღონისძიებას ახალგაზრდა მასწავლებლები - ხანიფა აფანდიევა, სამა იბადოვა, ანარ შარიფოვი და ქიამრან აფანდიევი ხელმძღვანელობდნენ.
ღონისძიებას სკოლის სომხური სექტორის პედაგოგები და მოსწავლეებიც ესწრებოდნენ.