„განათლების უფლება“ - ღების საჯარო სკოლის წამყვანმა მასწავლებელმა, თამარ სამსონიძემ ელექტრონული წიგნი შექმნა
25-03-2021
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის ინგლისური ენის წამყვანმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის - „ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ-მასწავლებელმა, თამარ სამსონიძემ ელექტრონული წიგნი „Right To Education“/„განათლების უფლება“ შექმნა.

სკოლის ინფორმაციით, წიგნი Erasmus+ -ისა და eTwinning-ის ფარგლებში განხორციელებული საერთაშორისო პროექტისთვის - „Tolerance“/„ტოლერანტობა“ შეიქმნა.

„რა არის RTE ანუ განათლების უფლება?

განათლების უფლება შემდეგ პრინციპებს გულისხმობს: დაწყებითი განათლება სავალდებულო და უფასო უნდა იყოს; ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლება ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე; მშობლებს უფლება აქვთ, შეურჩიონ შვილებს განათლების ნებისმიერი ფორმა, თუ ის შეესაბამება მინიმალურ სტანდარტებს; ყოველი ადამიანის უფლებაა, დააფუძნოს საგანმანათლებლო დაწესებულება და უხელმძღვანელოს მას, თუკი ეს უკანასკნელი შეესაბამება განათლების ზოგად პრინციპებს და აკმაყოფილებს სახელმწიფოს მიერ დაწესებულ მინიმალურ სტანდარტებს; ადამიანის სოციალური უფლება, რომლის მიხედვით, ყველა ადამიანს აქვს განათლების მიღების უფლება; განათლების მიღება შესაძლებელია როგორც სახელმწიფო, ისე არასახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

უფლება აღიარებულია: საერთაშორისო პაქტით ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ (მე-13 მუხ.); ევროპის ქარტიით (მე-10 მუხ.), (იხ. ევროპის საბჭო); ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (იხ. ევროპული კონვენცია ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ) №1 დამატებითი ოქმით (მე-2 მუხ.); ასევე ბავშვთა უფლებების კონვენციით (28-ე მუხ.) და სხვა საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტებით. განათლების უფლება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულია (35-ე მუხ.).

ელექტრონულ წიგნში განმარტებულია, თუ რას ნიშნავს განათლების უფლება; წარმოდგენილია მუხლები ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციიდან, რომლებიც ეხება განათლების უფლებას და ციტატები, რომლებიც განათლების პრიორიტეტულობასა და მნიშვნელობაზე მეტყველებენ“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ბმული:

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203