ბანოჯის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა „არგონავტების“ მარშრუტი ვირტუალურად გაიარეს
25-03-2021
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლის მე-5 კლასში, საგნებში - მათემატიკა და ჩვენი საქართველო, ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა.
სკოლის ინფორმაციით, მათემატიკის (მასწავლებლი დავით იობიძე) საგაკვეთილო თემას „საკოორდინატო ბადე და მისი გამოყენების მაგალითი“, ხოლო ჩვენი საქართველოს (მასწავლებელი - ნინო კახნიაშვილი) - „სამეგრელო წარსულში და დღეს“ წარმოადგენდა.
„გაკვეთილი წარმოდგენილი იყო საინტერესო და ინოვაციურ ფორმატში, ინტერაქტიული მეთოდების გამოყენებით.
„არგონავტების“ მარშრუტი თუ მე-20 საუკუნეში ტიმ სევერინმა გაიარა, ამჯერად, მე-5 კლასელებმა გაიარეს ვირტუალურად, სამაგიდო თამაშით - „ვიმოგზაუროთ არგონავტებთან ერთად“, მათემატიკური გამოთვლების მეშვეობით.
გაკვეთილი, სკოლის დირექტორის, ნინო წილოსანის მიერ, პოზიტიურად შეფასდა. მან მადლობა გადაუხადა მასწავლებლებს თანამშრომლობითი კომუნიკაციის მაღალი კულტურისა და თანამედროვე სტანდარტების გამოყენებისთვის“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს