
წყლის რესურსების დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიბის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა, პროექტის - „თანამშრომლობა სუფთა გარემოსათვის“ დასუფთავების აქცია მოაწყო.
ეკოკლუბის წევრებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორია ნარჩენებისგან გაწმინდეს.
სკოლა ეკოკლუბსა და მის ხელმძღვანელს გარემოსდაცვითი ღონისძიების ჩატარებისთვის მადლობას უხდის.
„დიდი მადლობა ეკოკლუბის წევრებს და მის ხელმძღვანელს ქალბატონ ცირა ბერეკაშვილი-იოსელიანს“,- ნათქვამია სკოლის წერილში.
იხილეთ ფოტოები