
თერჯოლის N1 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
IIა კლასში, კლასის ხელმძღვანელმა თეა მაცაბერიძემ და სპეციალურმა მასწავლებელმა მარიკა კუბლაშვილმა სხვადასხვა აქტივობა დაგეგმეს და განახორციელეს.
21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით მთელ მსოფლიოში სხვადასხვა სახის ღონისძიება იმართება.
იხილეთ ფოტოები