ზემოხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს
25-03-2021
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, ყველა მოსწავლე ხალისით ჩაერთო აღნიშნულ აქტივობაში. მოსწავლეებმა მზადყოფნა გამოთქვეს, მომავალშიც მიიღონ მსგავს გამოწვევებში მონაწილეობა.