„თამაში უფრო საინტერესო რომ გამხდარიყო სურათებით გავაფორმე“-რაჭისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, გიორგი ზიბირმამ სახალისო ინტელექტუალური თამაში შექმნა
25-03-2021
ემზარ რეხვიაშვილის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რაჭისუბნის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლემ, გიორგი ზიბირმამ სახალისო ინტელექტუალური თამაში შექმნა.
„თამაშის მიზანია: სტარტიდან ფინიშამდე მისვლა; თამაშის პრინციპია: სტარტზე დგას სათამაშო მანქანა.
ვაგორებთ კამათელს. კამათელზე რამდენი წერტილიც ამოვა, იმდენით გადავაადგილებთ სათამაშო მანქანას წინ. თითოეული პუნქტი აღნიშნულია სხვადასხვა ფერის წრეებით, რომლებზეც წერია რიცხვები 1-დან 40-ის ჩათვლით.
ყველა ფერს თავისი დანიშნულება აქვს: ყვითელზე- ერთით უკან; წითელზე - თამაშის გამოტოვება; მწვანეზე - ორით წინ.
თამაშში შეიძლება ჩაერთოს რამდენიმე ბავშვი.
თამაში უფრო საინტერესო რომ გამხდარიყო, ფინიშამდე მისასვლელი გზა შენობებითა და სხვა სურათებით გავაფორმე“, - აცხადებს მოსწავლე.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს