ამბროლაურის N1 სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეები და მასწავლებლები დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის აღნიშვნას შეუერთდნენ
25-03-2021
ამბროლაურის N1 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეები და მასწავლებლები დაუნის სინდრომის საეთაშორისო დღის აღნიშვნას შეუერთდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ცნობიერების ამაღლების მიზნით მოსწავლეებს მიეწოდათ საჭირო ინფორმაცია და თავიანთი სოლიდარობით უფრო მეტად გააფერადეს სამყარო.
21 მარტი - 2011 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ამ დღეს დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება.
2013 წელს დაუნის სინდრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივით, „უთვალავი წინდის" (LOTS OF SOCKS) ტრადიცია დამკვიდრდა. ის მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვას ისახავს მიზნად.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს