წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია-პანსიონის მოსწავლე დეა ოდიშვილი საგნობრივ ოლიმპიადაში წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა
25-03-2021
სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია-პანსიონის მე-3 კლასის მოსწავლე დეა ოდიშვილი „კინგსის“ ოლიმპიადაში მონაწილეობდა.
სკოლის ინფორმაციით, მოსწავლე საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საგანმანათლებლო ოლიმპიადის ფარგლებში, მათემატიკაში I ხარისხის დიპლომით დაჯილდოვდა, ხოლო ქართულ ენაში ფინალისტი, ოქროს მედლის მფლობელი და სტიპენდიანტი გახდა.
„დიდი მადლობა მის მასწავლებელს, ნინო ღუდუშაურს გაწეული შრომისთვის. წარმატებები ჩვენს დეას - გვეამაყები და გისურვებთ უამრავ წარმატებას“, - აცხადებენ სკოლაში.