
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ინწკირვეთის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა, ინგლისური ენის მასწავლებლის ნათია ლომინაძის ხელმძღვანელობით დედის დღე აღნიშნეს.
მოსწავლეებმა მასწავლებელთან ერთად მისალოცი ბარათები დაამზადეს და დედებსა და ბებიებს დღესასწაული მიულოცეს.
მოსწავლეები აქტივობაში ხალისით ჩაერთვნენ და შემოქმედებითი ნიჭი წარმოაჩინეს.
იხილეთ ვიდეო